ერდოღანმა, პუტინისა და ზელენსკის დაჩქარებული წესით შეხვედრა დააანონსა

,,Metronome.ge” წერს, რომ ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვადამდელი შეხვედრის თარიღი შეთანხმდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია თურქულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის გახდეს ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა.
”მზად ვართ უზრუნველყოთ საჭირო პლატფორმა პუტინისა და ზელენსკის შესახვედრად თურქეთისადმი ნდობის საფუძველზე. იმედი გვაქვს, რომ მედიაციის შედეგად პოზიტიურ შედეგებზე გავალთ”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სისხლისღვრისა და ომის ადრეულ დასრულებას ელის. ამასთან, მნიშვნელოვანია ცეცხლის დროებითი შეწყვეტის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ერდოღანმა სკეპტიციზმი გამოხატა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
” ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვაწყოთ შეხვედრა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ლიდერებს შორის. ამის შესახებ გარკვევით მოვუყევი ორივე ლიდერს”, – განაცხადა ერდოღანმა.