პოლიტიკა

კობახიძე: ბიბილოვმა შეიძლება, რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს

,,Metronome.ge” წერს რომ ჩვენ არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს, არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს და ა.შ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ბიბილოვის მხრიდან გაკეთდა, ეს განცხადება კეთდება ყოველთვის, როდესაც ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ტარდება. ამ შემთხვევაშიც, ბიბილოვს არჩევნები აქვს და როგორც წინა შემთხვევებში, მან ჩათვალა, რომ კამპანიის მიზნებისთვის მისი მხრიდან მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება. ეს არის და ეს. თუ ამ განცხადებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ამით წყალს დავასხათ იმ წისქვილს, რომელიც ბიბილოვს ეკუთვნის.

მე იმედი მაქვს, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. შეიძლება, ბიბილოვმა თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს”.

ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ვალერი კვარჩიას კომენტარი მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას.

ნახეთ მეტი
Back to top button