მთავარიპოლიტიკა

„მეორე ფრონტის“ შესახებ ჭორები უსაფუძვლოა,  ასეთ მცდელობებს უხეში პასუხი მოჰყვება: კომენტარი

უკრაინამდე დიდი ხნით ადრე ერევანსა და ბაქოს შორის საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობების გათვალისწინებით, მე პირადად სკეპტიკურად ვუყურებ მთიან ყარაბაღში სიტუაციის ამჟამინდელ  მოდაში შემოსულ ისეთ კომენტარებს, როგორცაა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

ამის შესახებ  „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბარში განაცხადა  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა და ჟურნალის International Analysis-ის მთავარმა რედაქტორმა სერგეი მარკედონოვმა.

ბაქომ აშკარად დააყენა ყარაბაღის “დემილიტარიზაციის” საკითხი უკრაინამდე დიდი ხნით ადრე, მაშინ როცა გამოაცხადა, რომ ყველა შეიარაღებულ  ჯგუფს  არ დაუტოვებია ყარაბაღი.   თუ ადრე  ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსების საკითხში ბაქოსა და მოსკვს შორის საჯაროდ  არ განიხილებოდა, ახლა ისინი უკვე გამოვიდნენ საჯარო ასპარეზზე. ბოლო დროს კი საკმაოდ მკაცრი აზრები გაცვალეს. გარდა ამისა, არის ერევნის  პოზიციაც ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ, რომლის  არქივებში გაგზავნაც   ბაქომ აშკარად იჩქარა“, – შეახსენა მან.

განიხილა რა  მოსაზრება,   რომ სანამ რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი, ბაქოს და ანკარას ყარაბაღში მათთვის საჭირო შედეგის მიღწევა შეუძლიათ,   კვლევარმა ხაზი გაუსვა,  რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რუსეთის განდევნის ნებისმიერ მცდელობას შეიძლება ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვეს. უკრაინის ფონზე ყარაბაღში რაიმე ქმედებამ არ შეიძლება ვინმეს სარგებელი  მოუტანოს.

ანალიტიკოსის აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებაში, მარტის ესკალაცია ყარაბაღში მოულოდნელი სულაც არ იყო. უფრო მეტიც, ვითარებაში „არც მშვიდობა და არც ომი“  ადრე თუ გვიან ასეთი რამ უნდა მომხდარიყო ყარაბაღში ან  სომხეთის საზღვარზე. მარკედონოვი განიხილავს ინციდენტების  ესკალაციას ყარაბაღში ან სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გასწვრივ ბაქოსა და ერევანს შორის არსებული პრობლემების დონიდან ბაქოსა და მოსკოვს შორის საჯარო უთანხმოების დონემდე.

„არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მკაცრი მესიჯი  26 მარტს. ადრე ასეთ სიტუაციებში მოსკოვი ყოველთვის იცავდა თანასწორობის პრინციპს.  მაგრამ ამჯერად, რუსეთმა ბაქო პირდაპირ დაადანაშაულა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში და Bayraktar-TB 2-ის გამოყენებაში. საპასუხოდ, ბაქომ მოსკოვი დაადანაშაულა არაობიექტურობაში.  მოკავშირული  თანამშრომლობის შესახებ 2022 წლის 22 თებერვლის დეკლარაციის დებულებების უგულველყოფაში“, – თქვა მან.

„ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი  არ ახორციელებს სპეცოპერაციას უკრაინაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამით არ მოგვარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის საკითხში სისტემური წინააღმდეგობები.  მსგავსი ხასიათის წინააღმდეგობები იყო და კვლავაც იქნება და  ისინი უკრაინის გამო არ ფორმირდებიან.  აუღიარებელი  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, იქ არ მუშაობს აზერბაიჯანის კანონმდებლობა. ბევრი ლტოლვილი დაბრუნდა საკუთარ სახლში.    უფრო მეტიც, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში გრძელდება პოლიტიკური ცხოვრება. ამ ფონზე ბაქოს მხოლოდ ზეწოლის ტაქტიკა და დიპლომატიური ინიციატივების როტაცია ძალუძს“, – შეაჯამა მარკედონოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button