პოლიტიკა
რუსეთი სომხეთში პირველად გამოაფენს AK-15 და AK-203 ავტომატებს

ერევანში მიმდინარე საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე „ArmHighTech 2022“ რუსეთი პირველად წარადგენს AK-15 და AK-203 კალაშნიკოვის ავტომატებს. ამის შესახებ იტყობინება „როსობორონექსპორტის“ პრესსამსახური.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პირველი მოდერნიზებული საბრძოლო-სატრანსპორტო შვეულმფრენები, T-90MS ტანკი, უნივერსალური ჯავშანმანქანა, საბრძოლო მანქანები ბუმერანგის უნივერსალური ბორბლიანი პლატფორმაზე, ისევე როგორც AK-15 და AK-20 კალაშნიკოვის ავტომატებს“, – იტყობინება პრესსამსახური.
იარაღისა და თავდაცვის ტექნოლოგიების მესამე საერთაშორისო გამოფენა „ArmHighTech 2022“ გაიხსნა 31 მარტს ქალაქ ერევნის კარენ დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო დარბაზში . გამოფენა 2 აპრილამდე გასტანს.