საზოგადოება

სომხეთში ბოლო კვირაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა,  რეგიონში – 5

2022 წლის  წლის 23 მარტიდან  30 მარტამდე, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმური დაცვის ტერიტორიული სამსახურის სეისმოლოგიური ქსელის ინფორმაციის თანახმად  2-3 მაგნიტუდის სიმძლავრის  2 მიწისძვრა დაფიქსირდა.

23 მარტს სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში, სოფელ ბავრიდან აღმოსავლეთით 9 კმ-ზე ადგილი ჰქონდა 4-5 ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრას.

24 მარტს, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონაში, სოფელ ბავრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 18 კმ-ზე აღირიცხა 4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა.

რეგიონში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის 5 მიწისძვრა დაფიქსირდა.

23 მარტს ირანში, ქალაქ მარანდის სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ზე 4-5 ბალიანი.

25 მარტს თურქეთში, ქალაქ ვანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 27 კმ-ზე 3-4 ბალიანი.

26 მარტს, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონაში, სოფელ ბავრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ზე, სიმძლავრე 3 ბალიანი იყო.

29 მარტს ირანში, ქალაქ აჰარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ზე 4-5 ბალიანი.  აზერბაიჯანში, ქალაქ ტოვუზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 26 კმ-ზე, სიმძლავრე 3 ბალი.

მიწისძვრებს  მსხვერპლი და ნგრევა არ  მოჰყოლია.

ნახეთ მეტი
Back to top button