Energoatom: რუსეთის სამხედრო ძალები ჩერნობილს ტოვებენ
,,Metronome.ge” წერს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები აპირებენ დატოვონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და მისი სატელიტური ქალაქი სლავუტიჩი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Energoatom-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსული სამხედრო ძალები ბელარუსის ტერიტორიისკენ გადაადგილდებიან.
„დადასტურდა ინფორმაცია, რომ დამპყრობლებმა, რომლებმაც დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და სხვა ობიექტები გამორიცხვის ზონაში, ორ სვეტად დაიძრნენ უკრაინის საზღვრისკენ ბელარუსის მიმართულებით. დამპყრობლებმა განაცხადეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში და დასძინეს, რომ ახლა სადგურზე ოკუპანტების მცირე რაოდენობაა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რის შედეგადაც ადგილზე აფეთქების საშიშროება გაჩნდა.
ამასთან, უკრაინელმა მაშველებმა რადიოაქტიური ზონის “დემილიტარიზაცია” მოითხოვეს და გაეროს წარმომადგენლებს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლისკენ მოუწოდეს.