აფეიანი: „ჩვენ გვსურს სომხეთი ტექნოლოგიების ქვეყნად ვაქციოთ“
Moderna-ს თანადამფუძნებელი, Flagship Pioneering დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, FAST-ის თანადამფუძნებელი ნუბარ აფეიანი იყო მთავარი მომხსენებელი FAST-ის პირველი Advance Armenia Gala- ზე ლოს-ანჯელესში. როგორც მან თქვა FAST-ს სურს სომხეთი ტექნოლოგიების შემქმნელ ქვეყნად აქციოს. ამის შესახებ წერს PanARMENIAN.Net
სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდი (FAST) დაარსდა 2016 წელს, რომლის მიზანია შექმნას ხელსაყრელი ეკოსისტემა სომხეთში ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მეცნიერების წინსვლის ხელშეწყობისთვის.
„FAST-ი მუშაობს სომხეთის ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან ტექნოლოგიების შემქმნელ ქვეყნადგარდაქმნაზე. დოქტორი აფეიანი აქტიურად არის ჩართული ბევრ საქველმოქმედო პროექტში, რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია სომხეთთან. წლების განმავლობაში მან მიიღო მრავალი ჯილდო თავისი სამეწარმეო და საქველმოქმედო წვლილისთვის, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესახებ მეცნიერებების სფეროში 76 კომპანიის დაარსების ხელშეწყობისათვის“, – ნათქვამია სტატიაში.