მთავარიპოლიტიკა

მარინა კალიურანდმა მოუწოდა აზერბაიჯანს  სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელს, დეპუტატ მარინა კალიურანდს ვიდეო ზარი ჰქონდა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარესთან ჯავანშირ ფეიზიევთან. ამის შესახებ შეტყობინება ევროპარლამენტის ვებგვერდმა გაავრცელა.

მარინა კალიურანდმა გამოთქვა შეშფოთება გასულ კვირას აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში  სამხედრო ესკალაციის გამო, რაც არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარეების განცხადების შესაბამისად ძალების სასწრაფოდ გაყვანისკენ მოუწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button