პოლიტიკა

მთიან ყარაბაღში „აზერიგაზის“ განცხადებას გაზის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის შესახებ არასერიოზული უწოდეს

არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატში არასერიოზულად მიიჩნევენ აზერბაიჯანული კომპანია „აზერიგაზ“-ის განცხადებას სტეფანაკერტში გაზის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის გეგმების შესახებ, ამიტომაც  კომენტარს არ აკეთებენ.

„ამ განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განუცხადეს „არმპრესს“-ს არცახის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გაცნობებთ, რომ ბუნებრივი აირი არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედის მხოლოდ ერთი გაზსადენით  –  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ხოლო გაზმომარაგების კომპანიაა სს „გაზპრომ სომხეთი“ (ის არის  „გაზპრომის” 100% შვილობილი კომპანია). აღნიშნული გაზსადენიდან ბუნებრივი აირის მიღებას და მის აბონენტებზე განაწილებას ახორციელებს სს „არცახგაზი“. შესაბამისად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ან მისი შვილობილი კომპანია „აზერიგაზი“ ვერანაირად ვერ უხელმძღვანელებს არცახის რესპუბლიკის გაზმომარაგების პროცესს. ეს უბრალოდ ტექნიკურად და გეოგრაფიულად შეუძლებელია.

ნახეთ მეტი
Back to top button