მთავარიპოლიტიკა

პუტინმა სომხეთის   პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ყველა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვილი.

„რუსეთსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს შინაარსიანი  პოლიტიკური დიალოგი, ვითარდება ეფექტური თანამშრომლობა სავაჭრო, ეკონომიკურ , სამეცნიერო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და მრავალ  სხვა სფეროში. მ ოსკოვი და ერევანი კოორდინაციას უწევენ ძალისხმევას  კუხო-ს  ევრაზეს-ის, დსთ-ს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ფარგლებში. 2020-დან 2021 წლამდე მიღწეული სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელება ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ამიერკავკასიის რეგიონში“, – ნათქვამია მილოცვის დეპეშაში, რომელიც გამოქვეყნდა კვირას კრემლის ვებგვერდზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთ-სომხეთის მეგობრული, მოკავშირული ურთიერთობების  გაძლიერება შეესაბამება ორი ქვეყნის ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს.

პუტინმა სომხეთის პრეზიდენტს და  პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო ქვეყნის მოქალაქეებს – მშვიდობა და  კეთილდღეობა.

სომხეთმა  და რუსეთმა  ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წლის 3 აპრილს ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ და  ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაამყარეს მჭიდრო მოკავშირული  თანამშრომლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button