მთავარიპოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 41 წლის ილია დარჩიაშვილი გახდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 41 წლის ილია დარჩიაშვილი გახდა. ის 2021 წლიდან არის მთავრობის აპარატის უფროსი, მანამდე კი პოლონეთში საქართველოს ელჩი იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დავით ზალკალიანი გააგრძელებს მუშაობას აშშ-ში საქართველოს ელჩად, ამის შესახებ  იტყობინება Новости-Грузия.

ღარიბაშვილმა მას საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ბრიფინგზე არ გამოუყენებია სიტყვა „გადადგომა“.

ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, საჯარო თანამდებობის დაკავებამდე მუშაობდა კერძო სექტორში.

ნახეთ მეტი
Back to top button