ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი იშხან საღათელიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, 5 აპრილს 18:30 საათზე მივიდნენ თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად განიხილონ სომხეთისა და არცახის უსაფრთხოების საკითხები. „არმენპრეს“-ის ცნობით, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე საღათელიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ხელისუფლება ვერ ახერხებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებას.
„ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, გამოვიდეთ ქუჩაში, 5 აპრილს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ერთად განვიხილავთ, როგორ შევინარჩუნოთ არცახი, როგორ დავიცვათ სომხეთი, გადავდგათ ნაბიჯები და ქმედებები სომხეთისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა საღათელიანმა.
იშხან საღათელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აქცია ინიცირებულია ფრაქციების “სომხეთი” და “მე მაქვს პატივი” მიერ.
აქცია ასევე პრევენციულ ხასიათს ატარებს, 6 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალის შეხვედრი წინ.
„პროცესები მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ აქციაზე სომხეთის მოქალაქეები მოვიდნენ და დააფიქსირონ – მოქმედ ხელისუფლებას ახალი დათმობების მანდატი არ აქვს“, – განაცხადა საღათელიანმა.