მთავარიპოლიტიკა

ფაშინიან-პუტინის სატელეფონო საუბარში ხაზი გაესვა სამმხრივი შეთანხმებების მკაცრი დაცვის აუცილებლობას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა   სატელეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან  განიხილა მთიანი ყარაბაღის საკითხი, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრესსამსახური.

„მთიან ყარაბაღში სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ აზრთა გაცვლა გრძლდება. ხაზი გაესვა  2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებების მკაცრი დაცვის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე განიხილა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარება, სადაც ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას.

ნახეთ მეტი
Back to top button