მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭო მზადაა ითამაშოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა, რომ  ევროსაბჭო მზადაა ითამაშოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის ნდობის დამყარების პროცესში. ამის შესახებ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება APA.

კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანში ვიზიტით, მარია პეჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა, რომ იგი უაღრესად აფასებს აზერბაიჯანის წევრობას ევროპის საბჭოში და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში აზერბაიჯანი შეუერთდა ევროპის საბჭოს ბევრ კონვენციას და შესაბამის დოკუმენტს, რომელთა საფუძველზეც მიმდინარეობს მუშაობა.   „საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მიღებული იქნება აზერბაიჯანისა და ევროპის საბჭოს 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა  რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას რიგ სფეროებში“, – აცხადებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ილჰამ ალიევმა გენერალურ მდივანს გააცნო “რეგიონში ახალი ვითარება”, აზერბაიჯანის წინადადებები ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ, განაცხადა პირველი ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებზე, ხაზი გაუსვა “სომხეთის მიერ მასობრივი საფლავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას მათი ბედის დასადგენად”. საპირისპირო არა ერთი ფაქტის მიუხედავად მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იცავდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებს.  როგორც ჩანს, თავად აზერბაიჯანი არ აპირებს ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული სომეხის ბედზე ლაპარაკს. შემდეგ  ალიევმა სომხეთი დაადანაშაულა აზერბაიჯანის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვაში, ნაღმების პრობლემაში და ა.შ. მთიანი ყარაბაღის „გაზის ბლოკადაზე“ სიტყვა არ ყოფილა დაძრული, არც ყარაბაღის მშვიდობიანი სოფლების დაბომბვა გახსენებია ვინმეს და არც ბაქოში ტყვედ მყოფების განთავისუფლების საკითხი.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა, რომ  ევროსაბჭო მზადაა ითამაშოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის ნდობის დამყარების პროცესში.

ნახეთ მეტი
Back to top button