მთავარიპოლიტიკა

მსოფლიო ჩუმად ადევნებს თვალს არცახის ხელყოფას აზერბაიჯანის მიერ: ვალერი ბუაიე

უკვე მეათე დღეა, რაც არცახის სომხურ სოფელ ფარუხის მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია. ამის შესახებ განაცხადა ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის “Le Figaro”-ს დირექტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა ჟან-კრისტოფ ბუსომ.

„ასობით სოფლის მცხოვრები, მათ შორის ბავშვები, ჯერ კიდევ სახლიდან შორს ცხოვრობს. აზერბაიჯანის არმიას კი არ გაჰყავს თავისი ჯარები, უფრო მეტიც, ის აძლიერებს პოზიციებს”, – წერს ბუსო Twitter-ზე.

საფრანგეთის სენატის წევრმა, საფრანგეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი ბუაიემ თავის მხრივ შეახსენა, რომ 2020 წლის ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს აზერბაიჯანმა თურქეთის დახმარებით თურქული ბომბებით, დრონებითა და თეთრი ფოსფორით გაანადგურა არცახის სომხები.

„მათში გენოციდის სული გაცოცხლდა. სამყარო კი ჩუმად ადევნებს თვალს, უმოქმედოდ. ხელყოფა გრძელდება გულგრილობის ატმოსფეროში“, -დაწერა ბუაიემ Twitter-ზე.

ნახეთ მეტი
Back to top button