მთავარიპოლიტიკა

პოლიტიკურად და სტრატეგიულად სწორი იქნება რუსი სამშვიდობოების გარდა  არცახში სხვა სამშვიდობო ძალებიც  განთავსდეს: ექსპერტი

პოლიტიკურად და სტრატეგიულად სწორი იქნება, თუ რუსი სამშვიდობოების გარდა, არცახში სხვა სამშვიდობო ძალებიც განთავსდებიან.  ეს იქნება ნათელი სიგნალი რუსეთისთვის, რომ მან უკეთესად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, განუცხადა Aysor.am-ს სამხედრო ექსპერტმა კარენ ოვჰანისიანმა.

„ასეთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, იქნება კონკურენცია, რუსეთი ნამდვილად შეეცდება ყველაფერი გააკეთოს, რომ სამშვიდობო მისიის ფარგლებში თავისი მოვალეობები შეასრულოს.

ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა შევხედოთ სტრატეგიულ ურთიერთობებს, არამედ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. და ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, რუსეთზე ზეწოლა, რომ უფრო შედეგიანად იმოქმედოს.

არცახში რუსული ჯარები ახლა მარცხდებიან, სათანადოდ ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, რადგან დაცარიელდა და მტრის კონტროლის ქვეშ გადავიდა არა პოზიცია ან ხაზი, არამედ დასახლება.

მეორე მხრივ, სხვა სამშვიდობოების განლაგება სახიფათოა, რადგან რუსეთი იყო შუამავალი ომის დასრულებაში. თუ ეს ქვეყანა სცენას დატოვებს, არ არის გამორიცხული, რომ არცახში საომარი მოქმედებები განახლდეს“, – განაცხადა კარენ ჰოვჰანისიანმა.

შეგახსენებთ, რომ არაერთმა სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა განცხადება და მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა საერთაშორისო სამშვიდობოები განათავსონ არცახში ეუთოს მინსკის ჯგუფში მანდატით.

ნახეთ მეტი
Back to top button