მთავარიპოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური პირები ეხმაურებიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას

როგორც ქართული მედია წერს საქართველოს ოფიციალური პირები ეხმაურებიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას/

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.

„ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა და ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების მიმართ ასეთ მტრულ გამოხტომას. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნეოდეს ორმხრივ ურთიერთობებში, რასაკვირველია, ჩვენი დახმარება პოლიტიკურ ველზე იქნება უცვლელი“, – აცხადებს ვოლსკი.

ვითხოვ მტკიცებულებებს, ასევე აქტიურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან – ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი“, – აღნიშნავს თეა წულუკიანი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმდა.

ნახეთ მეტი
Back to top button