მთავარისაზოგადოება

სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების უცხოელი აბითურიენტებისთვის ახალი ვებგვერდი ამოქმედდება

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი (სტეც) იწყებს სომხეთის რესპუბლიკის  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საზღვარგარეთელი,  მათ შორის დიასპორელი  აბიტურიენტების მიმღებ მონაცემთა ბაზის ციფრული მართვის  სისტემის შექმნის  სამუშაოებს.

პროექტი ხორციელდება სტეც -სა  და „საჰაკიან ბაღრამიანის ფონდს“  შორის გაფორმებულ  შემოწირულობის ხელშეკრულების საფუძველზე.

სტეც-ის   დირექტორმა არტაკ პოღოსიანმა ახალი ვებგვერდის მთავარი უპირატესობები წარუდგინა „საჰაკიან ბაღრამიანის ფონდის“  დირექტორს ტიგრან საჰაკიანს. „საიტზე განთავსდება სრული ინფორმაცია სომხეთის ყველა უმაღლესი სასწავლებლის შესახებ, იქნება  შემოთავაზებული პროფესიები, საჭირო დოკუმენტები, სავალდებულო გამოცდები, საჭირო უნარები. საიტის საშუალებით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ აპლიკანტის ინტერესების შესაბამისი შეთავაზებების მოძიება, არამედ ონლაინ განაცხადის შეტანა  ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში. ეს არამარტო დაზოგავს აპლიკანტების დროს, არამედ საგრძნობლად შეუმსუბუქებს მათ ფინანსურ ტვირთს, რადგან გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე საჭირო არ იქნება ჩამოსვლა და დოკუმენტების სკითხების ადგილზე მოგვარება“.

„საჰაკიან ბაღრამიანის ფონდის“  დირექტორმა ტიგრან საჰაკიანმა იმედი გამოთქვა, რომ საიტის ამოქმედების შემდეგ სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემა მსოფლიოში უფრო დიდ აღიარებას მოიპოვებს და შემოთავაზებული პროფესიები უფრო პოპულარული გახდება უცხოელი აპლიკანტებისთვის.

საიტის  სრული ამოქმედება წლის ბოლომდე იგეგმება.

ნახეთ მეტი
Back to top button