საერთაშორისო
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზაზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზაზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი თქმით, სამუშაოები მთავარ გვირაბში უკვე 1240 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2840 კმ-ის სიღრმეში ხორციელდება. პარალელურად გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და განხორციელდება 1 ხიდის რეაბილიტაცია.
1.2 მილიარდი ლარის პროექტს აზიის განვითარების ბანკი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს.
გზა ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა შევიდეს.