პოლიტიკა

ჩავუშოღლუს თქმით, ანტალიაში მისი შეხვედრა მირზოიანთან  კონსტრუქციული იყო

თურქული ჟურნალი Kriter, რომელიც ეკუთვნის თურქული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევის ფონდს (SETA), ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო ანტალიაში ორგანიზებულ დიპლომატიურ ფორუმს.

ფორუმის ფარგლებში სხვა შეხვედრებთან ერთად, ჩავუშოლლუმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„დღეს ჩვენ მოწესრიგების პროცესში ვართ როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში. წელს გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button