საზოგადოება

აზერბაიჯანის პროვოკაციები ციფრებში და დღეებში. “რეალური სიმართლე” საერთაშორისო საზოგადოებისთვის

2020 წლის 9 ნოემბრიდან აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარსა და საზღვრისპირა მონაკვეთებში 68 პროვოკაცია განახორციელა, მათგან 42-ს ადგილი ჰქონდა 2021 წლის მაისიდან აგვისტომდე. საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებით სომხურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია აზერბაიჯანის ბოლო წლების პროვოკაციული პოლიტიკა. ექსპერტ-ანალიტიკური ჯგუფის განცხადებით, დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოლაპარაკებებში, რაც კიდევ ერთხელ გაუხსნის საერთაშორისო თანამეგობრობას „გულწრფობის და რეალობის ფანჯარას“.

გეღარქუნიქი, სიუნიქი, არარატი, ვაიოც ძორი. ეს ის რეგიონებია, რომელშიც აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე პროვოკაციებით შეიჭრა. სომხეთის წინააღმდეგ მიმართული აზერბაიჯანის სასაზღვრო და საზღვრისპირა პროვოკაციების სტატისტიკა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდეგ, წარმოადგინა საერთაშორისო უსაფრთხოების სომხური ინსტიტუტის დამფუძნებელმა, პოლიტოლოგმა სტიოპა საფარიანმა.

„2020 წლის 25 ნოემბრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრივ გეღარქუნიქის რეგიონის სოფელ სოთქის, სიუნიქის ოლქის კორნიძორის, არარატის რეგიონში იერასხის, ვაიოც ძორის რეგიონში ხაჩიკის და მიმდებარე ტერიტორიების მიზანში ამოღების შედეგად დაიჭრა 25, ტყვედ ჩავარდა 22, მოკლული იქნა 16 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 24 სრ მოქალაქე“.

ყარაბაღის კონფლიქტის და არცახის სტატუსის საკითხების დღის წესრიგიდან ამოღება, სამშვიდობო შეთანხმებისადმი აზერბაიჯანული მიდგომების წინ წამოწევა, ოფიციალურ ერევანზე გავლენის მოხდენა, სომხეთის იძულება საერთაშორისო სამართლის დარღვევით უზრუნველყოს აზერბაიჯანი-ნახჭევანის ექსტრატერიტორიული „დერეფანი“; დეესკალაციის საშუალებების გამოყენების გარეშე სომხეთს დაავალდებულოს დაიწყოს დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესი, ეს არის აზერბაიჯანული პროვოკაციების მთავარი მიზნები, ამბობს სტიოპა საფარიანი.

„მეხუთე ტენდენცია არის სომხების გამოსახლება როგორც სომხეთიდან, ასევე არცახიდან, ასევე სომხეთის შიდა პოლიტიკური ცხოვრების დესტაბილიზაცია, საზოგადოებაში გაურკვევლობისა და შიშის ატმოსფეროს შექმნა. „გასული წლის ყველაზე ცხელ პერიოდში, როდესაც, ფაქტობრივად, დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის პიკი – სასაზღვრო პროვოკაციები, სომხეთში მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები, ჩამოყალიბდა მთავრობა, აზერბაიჯანი ცდილობდა სომხეთის რესპუბლიკაში გავლენა მოეხდინა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე“.

“მცოცავი ანექსია”. როდესაც აზერბაიჯანი კმ-კმ-ით დაწინაურდა სუვერენული სომხეთის რამდენიმე ტერიტორიაზე. საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის სპეციალისტი, სოსი თათიკიანი, სწორედ ასეთ აგრესიულ საერთაშორისო ტერმინოლოგიას იყენებს აზერბაიჯანის საქციელზე კომენტირებისას. ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ, აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა და ექსპერტებმა დასავლურ ანალიტიკურ ცენტრებში გამოაცხადეს თავიანთი შორსმიმავალი მიზნები, რომ სომხეთი „მომხმარებელად“ გაეხადათ წყლის, ენერგიის რესურსებისა და გზების წართმევით. სოსი თათიკიანი.

„ყველა საერთაშორისო გამოკითხვის მიხედვით, 2020 წლის ომამდე სომხეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. სომხეთი ტურიზმის განვითარებას აპირებდა. „ახლა სომხეთი იქცა ადგილად, სადაც ბორცვებზე, სასაზღვრო რაიონებში აზერბაიჯანელი ჯარისკაცები დგანან იარაღით ხელში“.

სომხეთში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეუძლიათ ეს ანგარიში გაუგზავნონ თავიანთი ქვეყნების მთავრობებს აზერბაიჯანის პროვოკაციების მკაფიო აღწერით. ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ექსპერტებმა უნდა გამოიყენონ ასეთი სამუშაო, რათა აჩვენონ სიმართლე საერთაშორისო საზოგადოებას“, – განაცხადა გლობალიზაციისა და რეგიონული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა სტეფან გრიგორიანმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება, როგორც წესი, აქტიურად არ რეაგირებს აზერბაიჯანულ პროვოკაციებზე და სომხეთისთვის ურთულესი 44-დღიანი ომის დროს დასავლეთი გაურკვეველ მოწოდებებს აკეთებდა სამხრეთ კავკასიის მიმართ. სტეფან გრიგორიანის თქმით, სომხეთისთვის არსებობს უფრო საპასუხისმგებლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე.

„საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც მეც მაქვს სათქმელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რას ვაკეთებთ. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ინსტანციები. როცა მუშაობ, სამყარო პასუხობს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაფასებთ მსოფლიოს ნაბიჯებს, მაგრამ ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ნათელია, როცა მსოფლიოს აწვდი ობიექტურ, მრავალმხრივ ინფორმაციას. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, რომ ჩვენი ხელისუფლება იყოს აქტიური“.

აზერბაიჯანი უკვე დღის წესრიგში აყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩაიშალა საკუთარი პოლიტიკის გამო. მილიტარისტული პოლიტიკის ამ ავტორიტარული ქვეყნის ნაბიჯები ხშირად გაუგებარია, აღნიშნავენ ექსპერტები. შესაძლოა, ეს არის მიზეზი იმისა, რომ დემოკრატიულ სომხეთს არ ესმის, რას ამბობს ავტორიტარული აზერბაიჯანი, და პირიქით. ასე რომ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ საკითხების ძალის გამოყენებით გადაჭრის აზერბაიჯანის ქცევას, ასკვნიან ექსპერტები.

ნახეთ მეტი
Back to top button