საზოგადოება

აშშ-ის ელჩი სომხეთში ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროების ახლობლებს შეხვდა

აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი შეხვდა 2020 და 2021 წ. ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროების ნათესავებს. ესწრებოდნენ როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე აზერბაიჯანში ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთით მისჯილი სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები.

სომხეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებების საკითხები, მათ შორის 2020 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სამმხრივი დეკლარაციის მე-8 მუხლი სამხედრო ტყვეების, მძევლების, სხვა დაკავებულებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ, აგრეთვე ჟენევის კონვენცია.

„ჩვენ მოვუწოდებთ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული, იმ ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ნათესავების ბედისწერისა ან ადგილსამყოფელის შესახებ და გაზარდონ ძალისხმევა დაკარგული სამხედროების (მათ შორის 1990-იანი წლებიდან) შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button