საზოგადოება

მარიუპოლში 3 დაკარგული სომეხი იპოვეს. 100-ს ჯერ კიდევ ეძებენ. მამა ნარეკ ამირიანი

უკრაინის დონეცკის ოლქის სომხური თემი მიესალმება სომხებს, რომლებიც მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნებით გადაადგილდებიან რუსეთში, ნოვოაზოვსკში. დონეცკ-ლუგანსკის ოლქის მოძღვარმა მამა ნარეკ ამირიანმა ,,რადიოლურ“-თან საუბარში განაცხადა, რომ მან მოახერხა მარიუპოლში მცხოვრები რამდენიმე სომეხის პოვნა, რომლებთანაც მისმა ახლობლებმა ომის დაწყებიდანვე დაკარგეს კონტაქტი. მამა ნარეკი ამბობს, რომ ადგილობრივ სომხურ თემთან ერთად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და გადასცემენ ლტოლვილ ოჯახებს.

„ჩვენ მოვაწყვეთ ჰუმანიტარული დახმარება ძირითადად მარიუპოლიდან დევნილთათვის. სხვადასხვა შტაბს შეაფარეს თავი, ყოველდღე ვსტუმრობ, გადავცემ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვეძებ სომხებს. გვაქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია 100-მდე ადამიანის მონაცემებით, რომლებსაც ახლობლები ეძებენ. ეს სია ადგილზე მომუშავე ექიმებს და მაშველებს გადავეცით. შედეგად, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვახერხეთ 3 სომეხის პონა. ერთს მსუბუქი დამწვრობა აქვს, მეორეს მძიმე ნამსხვრევების ჭრილობები, რამდენიმე დღით აქ მკურნალობენ, შემდეგ დონის როსტოვში გადავლენ. „რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ სომეხების ცოცხლად პოვნა შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვიპოვეთ“, – ამბობს დონეცკ-ლუგანსკის რეგიონის მზრუნველი მოძღვარი.

ევაკუირებულები დონეცკში დიდხანს არ რჩებიან. ისინი იღებენ საჭირო პირველად დახმარებას და აგრძელებენ გამგზავრებას რუსეთში. მამა ნარეკ ამირიანი ამბობს, რომ დონეცკის რაიონში სროლები გრძელდება, ვითარება უცვლელია. ამბობს, რომ ხალხი შეშფოთებულია, არის სიფრთხილე და შიში.

მანამდე უკრაინის სომხურ სათვისტომოში „რადიოლურს“ განუცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნებით მარიუპოლი რამდენიმე ათასმა ადამიანმა დატოვა. მათი ნაწილი გადადის დასავლეთ უკრაინაში, ნაწილი კი რუსეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button