მედვედევი: ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე

,,Metronome.ge” წერს, რომ ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram არხზე წერს.
მისივე თქმით, ასევე რუსეთის მთავარი მიზანია დღევანდელი უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა.
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მტკიცედ დაისახა უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ეს რთული ამოცანები ერთდროულად არ სრულდება და ისინი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ გადაწყდება. დღევანდელი უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა უმთავრესი მიზანია. მიზანია თავად უკრაინელების მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”, – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.