პოლიტიკა

პროგნოზი: არასტაბილურობა ევრაზიაში კიდევ ათი წელი გაგრძელდება

გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ევრაზიაში კიდევ ათი წელს გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ პერიოდის განმავლობაში გამძლეობის გამოსაჩენად. მსგავსი მოსაზრება „არმინფოს“ კორტესპოდენტთან  საუბარში გამოთქვა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არმან მელიქიანმა.

„საუბარია ევრაზიის რეფორმირებაზე და   ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ პერიოდში რუსული გეოპოლიტიკური პროექტი „სსრკ 2.0“-ში თანამონაწილეობაზე.  თუმცა ეს სახელწოდება პირობითია და არ ექნება რაიმე არსებითი კავშირი მის რეალურ შინაარსთან და სტრატეგიულ მიზნებთან. როგორც ჩანს, ამ პროექტის მნიშვნელოვანი ელემენტი  არის აბსოლუტური წყალგამყოფი რუსეთის ფედერაციასა და ევროპას შორის“, – აღნიშნა მან.

დიპლომატს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, იქნება თუ არა სომხეთი რუსეთის მხარეს ამ ჰიპოთეტური განხეთქილების დროს.  მისი პროგნოზით, ამ კითხვაზე პასუხი მოსკოვის სურვილზეა დამოკიდებული. კერძოდ, წაუყენებს თუ არა ასეთ მოთხოვნას ის ერევანს, თუ მაინც ამჯობინებს სომხური „ფანჯარა ევროპისკენ“ ღიად დარჩეს, მათ შორის, საკუთარი საჭიროებისთვისაც.

დიპლომატი არცახში არსებულ ვითარებას ახასიათებს შემდეგნაირად: ალიევის რეჟიმის სურვილია, სხვადასხვა პროვოკაციების გზით აიძულოს არცახელი ხალხი დატოვონ  სახლები, ამ პროვოკაციებით მან ერევანიც აიძულა  აიძულა ბევრ დათმობაზე წასულიყო. უკრაინის ომის ფონზე კი არცახი ნელ-ნელა გადადის მეორე პლანზე.  მელიქიანი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლად უნდა იქნას ნაპოვნი  აზერბაიჯანული სამხედრო პროვოკაციების განეიტრალების პოლიტიკური,  დიპლომატიური და სამხედრო მეთოდები.

ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არ გამორიცხავს ახალი ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობას.

„დარწმუნებული ვარ, რომ შეიარაღებული ძალების რეფორმის გარდა, სომხეთის ხელმძღვანელობის უმთავრესი პრიორიტეტია სახალხო გვარდიის  ტერიტორიული სტრუქტურების რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბება. ასევე თავშესაფარების აღჭურვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად. სურსათისა და მედიკამენტების მარაგის შექმნა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად. მშვიდობის შესახებ მოლაპარაკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს დიპლომატიური,  პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯები ახალი ომის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. “ – შეაჯამა დიპლომატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button