მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის სპიკერი და პარლამენტარები წიწვერნაკაბერდს ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომხეთის ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მოწვევით სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მათ სომხეთის ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარის მოადგილის, სომხეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ  რუბენ რუბინიანის თანხლებით წიწვერნაკაბერდის მემორიალი დაათვალიერეს.

დელეგაციის წევრებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კომპლექსი,  დუმილით  პატივი მიაგეს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას. მოგვიანებით სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში მე-20 საუკუნის გენოციდის დამადასტურებელ დოკუმენტებს გაეცნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button