საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი

,,Metronome.ge,, წერს, რომ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 384-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 44, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 327 საიდანაც, 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 244, აჭარაში – 22, იმერეთში – 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 118 პირი, მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 16, იმერეთში – 10. 3 882 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button