მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს პარლამენტის  დელეგაცია

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც სომხეთის პრეზიდენტის აპარატიდან გვაცნობეს, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები რაც შეიძლება ხშირი უნდა იყოს, რადგანაც განსაკუთრებულ დინამიკას ანიჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და შემდგომ გაღრმავებას. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ემთხვევა.

რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების კონტექსტში, პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა წარმოადგინა სომხეთის მრავალწლიანი ძალისხმევა მშვიდობის დამყარების კუთხით, სადაც ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიღებისთვის მადლობა გადაუხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანს, მიულოცა პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავება და  აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საუკუნეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.

შალვა პაპუაშვილმა გამოხატა მხარდაჭერა  მთიან ყარაბაღში მშვიდობისთვის გაწეული გრძელვადიანი ძალისხმევის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მომხრენი არიან საკითხების დიალოგის გზით მოგვარებისა, მზად არიან ამ საკითხში შეასრულონ თავიანთი როლი და შეიტანონ წვლილი.

მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხურ-ქართული თანამშრომლობის დღის წესრიგზე.

ნახეთ მეტი
Back to top button