მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით  

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.

მიესალმა რა სტუმრებს,   პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა:  „მე ვფიქრობ, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულ პროცესშია, ჩვენ ვხედავთ  ახალ დინამიკას, ახალ განწყობას, ახალ პერსპექტივებს პოლიტიკურ დონეზე. აშკარაა, რომ არსებობს ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ორმხრივი სურვილი, რაც ჩვენს ხალხებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილიდან გამომდინარეობს.  იმედი მაქვს, რომ მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობებითა და აქტიურობით ჩვენ შევძლებთ ამ სურვილის ინსტიტუციონალურად გამოხატვას ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის.  „მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი და სომეხი ხალხის მიმართ, რომელიც ასეთი სულისკვეთებით მოგყვებათ. როგორც აღნიშნეთ, დღეს სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მჭიდროა. ეს განსაკუთრებით აღინიშნება პრემიერ-მინისტრების დონეზე.  ამ ვიზიტით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ როგორც  გულითადი ურთიერთობებია პრემიერ-მინისტრებს შორის, იგივეა  პარლამენტის თავმჯდომარეებს შორისაც. ეს შეხვედრები, ეს ურთიერთობები უნდა იყოს არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ სამეგობრო ჯგუფების, კომისიების და შტაბების დონეზე“.

შალვა პაპუაშვილმა დასძინა, რომ წელს სომხეთი და საქართველო აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რაც კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გადავხედოთ ორი ქვეყნის მეგობრობისა მრავალსაუკუნოვან ისტორიას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სომხურ-ქართული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button