
5 აპრილს სომხეთის ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.
როგორც სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან გვაცნობეს, სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა კერძო საუბრით დაიწყო, რასაც გაფართოებული დისკუსია მოჰყვა.
მიესალმა რა სტუმრებს ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსთან განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობების შემდგომი განვითარებით და ეს პოზიცია სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმაშიც არის გამოხატული.
გაჟღერდა ორმხრივი მილოცვა სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით.
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა გამოთქვა რწმენა, რომ ურთიერთნდობის გაძლიერება, უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
ორივე მხარემ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სომხეთსა და საქართველოში პარლამენტების როლის მნიშვნელობაზე იაპარაკეს.. მხარეებმა სახელმწიფოთა ურთიერთობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა მიიჩნიეს.
დისკუსიაზე ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის სხვა ფორმატებზეც, რაც უახლოეს მომავალში იქნება დოკუმენტირებული.
შეეხო რა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და 44-დღიანი ომის შედეგებს, ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მაღალი დონე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სომხეთის ეროვნული ასაბლეის თავმჯდომარემ სასწრაფოდ მიიჩნია საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო რეაგირება ჰუმანიტარული კრიზისის პრევენციის მიზნით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი ჩართვა მთიან ყარაბაღში.
პარტნიორებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტები.
გაფართოებული სხდომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა, შემდეგ ეროვნული კრების ეზოში ნაძვი დარგო.