პოლიტიკა

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის მფრინავებმა წვრთნები ჩაატარეს მი-8 მვტ და კა-52 ვერტმფრენებით

სომხეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზის ავიაციის საჰაერო ძალების  MI-8 MVT და Ka-52 („ალიგატორი“) ვერტმფრენის პილოტებმა სასწავლო ფრენები შეასრულეს მაღალმთიანი რელიეფის პირობებში. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურიდან.

მფრინავები დღისა და ღამის განმავლობაში ასრულებდნენ უამრავ რთულ დავალებას.

სამხედრო ბაზის სამხედრო-საინჟინრო შემადგენლობამ საბრძოლო მანქანების სასწავლო ფრენების მოსამზადებლად ვერტმფრენის მომსახურების წვრთნები ჩაატარა.

სასწავლო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტმა სამხედრომ, საქმეში ჩაერთო დაახლოებით 50-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button