6 აპრილს ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უმასპინძლებს.
სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და მონაწილეობით შეხვდნენ. შეხვედრა დისტანციური იყო. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განაგრძეს დიალოგი ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დეკემბერში ბრიუსელში დაიწყო. ამ მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ 8 სომეხი ტყვე დააბრუნა. შეთანხმება ასევე მიღწეულია ერასხ-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის აღდგენის შესახებაც.
ამჟამინდელი შეხვედრის დაწყებამდე სომხური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მაგიდაზე შესაძლოა კიდევ ერთი ანტისომხური დოკუმენტი გამოჩნდეს, პოლიტოლოგებს სხვა მოლოდინი აქვთ.
ბრიუსელში ფაშინიან-ალიევის შეხვედრამ სომხური ოპოზიცია გაააქტიურა. აქციას მართავენ იმის შიშით, რომ სომხეთი იძულებული გახდება ბრიუსელში ახალ დათმობაზე წავიდეს. ექსპერტ ჰაკობ ბადალიანის აზრით, ამის ალბათობა მცირეა.
„შესაძლოა იყოს წინადადება, სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც შეეხება დისკუსიებს ან წინსვლის გარკვეულ პრინციპებს. ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ პრაქტიკაში ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა. არსებობს შემდეგი გარემოება: მხარეთა პოზიციები საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავია, გარდა ამისა, უდავოა, რომ შუამავლებს შორის საერთო მიდგომები არ არის ჩამოყალიბებული.
ექსპერტი განმარტავს, რომ სიტყვა ეხება ეუთოს მინსკის ჯგუფს, როგორც მთავარ მოთამაშეს, რუსეთს, მისი სამხედრო ყოფნის გათვალისწინებით არცახში. ასევე არსებობს ევროკავშირ-თურქეთის ფაქტორიც. სწორედ აქ სთავაზობს შუამავლების ფორმატის შეცვლას პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არსენ ხარატიანი. ხარატიანის აზრით, ბრიუსელში შესაძლებელია ბრუნვაში შევიდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არცახში ჩართვის შესაძლებლობის საკითხი. წინადადება ეფუძნება საქართველოს გამოცდილებას, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ სტრუქტურა უკვე 14 წელია ფუნქციონირებს.
„მე მესმის ნიუანსები. ასევე მესმის, რომ ცდილობენ არ გასცდნენ ფორმატებს, „სიცოცხლის ფასად“ შეინარჩუნონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ გულწრფელები ახალ რეალობასთან. ევროკავშირის პრეზიდენტს, ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, ძალიან სურს ამ პროცესში პოლიტიკური კაპიტალის ინვესტიცია. თუ ევროკავშირის წრეები აზერბაიჯანისთვის ჩვენთან სასაუბროდ ახალ „კომფორტის ზონად“ იქცევიან, მაშინ ისინი ყარაბაღში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხილვას არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ. შესაძლებელია მოლაპარაკების პროცესში ეს საკითხიც იყოს ჩართული“, – ამბობს ხარატიანი.
ევროკავშირი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში გააქტიურდა 2021 წლის ზაფხულიდან. პოლიტიკური კომენტატორი ჰაკობ ბადალიანი ამბობს, როგორც ის ხედავს, რომ სტრუქტურა მარტო არ მუშაობს. ჩანს რუსეთთან თანამშრომლობა, კონტაქტები, შეთანხმებები და უთანხმოებებიც.
„ევროკავშირის მოტივაცია არის იყოს მოთამაშე, რადგან კავკასია არ არის უშუალოდ ევროპა, მაგრამ ეს არის ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე წერტილი. რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება მისი შედარება უკრაინასთან, სადაც, როგორც ვხედავთ, დღეს ცხელი მოვლენები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ეს არის ევროკავშირისთვის სენსიტიური წერტილი, აქ, ბრიუსელი და ევროპის მთავარი მოთამაშეები პარიზი და ბერლინი, ცდილობენ გამოიჩინონ გარკვეული პოლიტიკური აქტივობა სიტუაციის მართვაში მაქსიმალური მონაწილეობის მიღებით. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ეს უკვე სხვა საკითხია“, -დაასკვნა ბადალიანმა.
აზერბაიჯანიდან ამ დღეებში საყურადღებო შეტყობინება მიიღეს. აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთმა ბაქოს გადასცა ყარაბაღის პირველი ომის დროს დაკარგული 100 აზერბაიჯანელის ნეშტი. აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის თქმით, მათგან 60-ის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. ეს საკითხი აზერბაიჯანული „მოთხოვნის“ ნაწილია. აზერბაიჯანის განცხადებით, ყარაბაღის პირველ ომში 4000 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ბედი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ბრიუსელის შეხვედრის წინა დღეებში სომხეთიდანაც გაჟღერდა განცხადებები. აშშ-ის ელჩმა სომხეთში, ლინ ტრეისიმ მოუწოდა გაათავისუფლონ ყველა პატიმარი, იმ ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ნათესავების ადგილსამყოფელისა და ბედ-იღბალის შესახებ, გააძლიერონ ძალისხმევა დაკარგული სამხედროების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად (მათ შორის 1990-იანი წლების ჩათვლით).