პოლიტიკა

გლენდელს ისევ სომეხი მერი ჰყავს

გლენდელის საკრებულოს წევრი არდაშეს „არდი“ ქასახიანი  სამშაბათს, 5 აპრილს მერად აირჩიეს. ქასახიანი ამ თანამდებობაზე პაულა დივაინს შეცვლის, იუწყება asbarez.com.

ქასახიანი მერის პოსტს პირველად იკავებს.

ვებგვერდის ცნობით, ქასახიანი დაიბადა ბოსტონში და 1986 წლიდან ცხოვრობს გლენდელში.

საქალაქო საბჭოში არჩევამდე ქასახიანი 15 წლის განმავლობაში მსახურობდა გლენდელის ქალაქის საქმეთა მმართველად. ის ამ თანამდებობაზე 4-ჯერ აირჩიეს.

„ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი მივუძღვენი გლენდელის ხალხის მსახურებას. ჯერ როგორც ქალაქის საქმეთა მმართველი, შემდეგ როგორც საკრებულოს წევრი და ახლა როგორც მერი გავაგრძელებ ამ დიდი საზოგადოების მსახურებას და მის მომავალს. მე ვამაყობ ამ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს ჩემი ნდობისთვის“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გლენდელის ქალაქის მთავრობას ვარდან ღარპეტიანი, ზარეჰ სინანიანი და სხვა სომხები ხელმძღვანელობდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button