პოლიტიკა

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას, რათა არ წააგოს. ბორელი

ევროკავშირს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან კონფლიქტი წააგოს, ამიტომ გააგრძელებს მის შეიარაღებას. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

„ამ პარლამენტში მითხრეს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ კონფლიქტი, რის გამოც ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის შეიარაღება. მაგრამ თუ ეს ყველაფერი დამთავრდება განადგურებულ და დამარცხებულ ქვეყანაში მილიონობით ლტოლვილითა და ათასობით მოკლულით, ჩვენ ეს არ გვინდა. “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღება”, – თქვა მან. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მილიარდი ევრო უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად „არ არის მნიშვნელოვანი თანხა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ხარჯავს ევროკავშირი ყოველდღიურად რუსეთიდან საწვავის ყიდვაზე“,- იტყობინება ,,რია ნოვოსტი“.

ნახეთ მეტი
Back to top button