პოლიტიკა

კიევი თბილისიდან “ოფიციალურ მტკიცებულებებს” ელოდება იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო რუსეთს არ ეხმარება

კიევი თბილისიდან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებს“, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, იუწყება Liga.net-ი.

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. „თუ მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელნი არ იქნებიან, ჩვენ მაშინ  გადავწყვეტთ რა მოვიქცეთ,“, – განაცხადა კულებამ.

მან დასძინა, რომ თუ უკრაინას და მის მოკავშირეებს გავლენა რომ არ ჰქონოდათ საქართველოზე, რუსები უკვე შექმნიდნენ მარშრუტს ამ ქვეყნის გავლით და სანქციებს გვერდს აუვლიდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button