
6 აპრილს, მისმა უწმინდესობამ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ დედა საყდარში უმასპინძლა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით
მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს სომხეთში, წმინდა ეჯმიაძინში, უწმინდესმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას. უწმინდესმა დამოუკიდებლობის წლებში ორ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო ურთიერთობებზე მიუთითა, რომ სომეხ-ქართველმა ხალხებმა ერთად გადალახეს მრავალი სირთულე ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად.
სომეხი და ქართველი ხალხების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებისას საუბრისას, სრულიად სომეხთა პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ ორმა ქვეყანამ, მიუხედავად მათი ინტერესებისა და პოზიციებისა, ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოს მოძმე ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას სომხური თემისადმი მზრუნველი დამოკიდებულების, ნორაშენის წმინდა ასტვაწაწინისა და სურბ ნშანის ეკლესიების გასამაგრებელი სამუსაოებისათვის, ასევე სამხედრო ტყვების დაბრუნების საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა ასევე ძმური მისალმებები და საუკეთესო სურვილები გადასცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ის ორი ქვეყნის განვითარების უძლიერესი გარანტიაა. ბატონმა პაპუაშვილმა ასევე კმაყოფილებით ისაუბრა ვიზიტის დადებით შედეგებზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე და მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
საუბრისას სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა ასევე გამოხატა შეშფოთება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და მითვისების პოლიტიკის, ასევე არცახისა და სომხეთის მიმართ აგრესიის გამო.