მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყება დაავალეს

ბრიუსელში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფების ბოლო მოქმედებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ საკითხებზე ისაუბრა.

განიხილეს 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის, 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივ განცხადებებთან, ასევე 14 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის შედეგების მიხედვით,2021 წ.  26 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აპრილის ბოლოს შეიქმნას სომხეთ- აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისია, რომელსაც დაევალება საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრებს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყება დაავალეს.

ნახეთ მეტი
Back to top button