საზოგადოება

სომხურ-რუსული ურთიერთობები ვითარდება კულტურისა და ხელოვნების მიმართულებითაც. ალენ სიმონიანი

6 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვის კულტურულ-ბიზნეს ცენტრის “დომ მოსკვის” მიერ ორგანიზებულ სომხეთ-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ღონისძიების ფარგლებში სომხურ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას, ალენ სიმონიანმა, კერძოდ, განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნები, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ბუნების შენარჩუნებით, კვლავ განავითარებენ კავშირებს არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, არამედ კულტურისა და ხელოვნების სფეროებშიც.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში სერგეი კოპირკინმა აღნიშნა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდი და მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებია მეგობრული ურთიერთობების ყველა სფეროში.

ღონისძიებაზე შესრულდა ცნობილი სომეხი და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებები. გამოფენილი იყო სომხეთ-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიასთან დაკავშირებული ექსკლუზიური საარქივო დოკუმენტები, სტატიები და სხვადასხვა სამახსოვრო ფოტოები სომხეთის ეროვნული, სომხური “არმენპრესი” და რუსული “TASS” საინფორმაციო სააგენტოების არქივიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button