მთავარიპოლიტიკა

8 აპრილს მოსკოვში გაიმართება მირზოიანისა და ლავროვის  შეხვედრა

8 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

„რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები დაგეგმილია 8 აპრილს, მოსკოვში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა”, – განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი გეგმავენ დეტალურად განიხილონ ყველა სფეროში ორმხრივი ალიანსის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები, გაზარდონ თანამშრომლობა საერთო ინტეგრაციულ ასოციაციებთან – ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, კუხო-თან, დსთ-თან, ასევე შეათავსონ ძალისხმევები სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.

გარდა ამისა, მოხდება აზრთა დეტალური გაცვლა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 26 იანვარს მიღწეული შეთანხმებების შესრულების შესახებ“, – დასძინა ზახაროვამ.

„მოველით, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ერევანთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებას, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესის წინსვლას.

ნახეთ მეტი
Back to top button