
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნებისმიერი დოკუმენტის დამახინჯების ჩვეული სტილით, იქნება ეს გაეროს რეზოლუციები თუ სამმხრივი განცხადებები, ამჯერად „შეასწორა“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც მან 6 აპრილს ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თავის განცხადებაში, მიშელმა „ხაზგასმით აღნიშნა ყველა არსებული ჰუმანიტარული საკითხის ყოვლისმომცველი და სწრაფი გადაწყვეტის აუცილებლობა, მათ შორის დაკავებულთა გათავისუფლება და დაკარგული პირების საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა.” He stressed the need for the full and speedy resolution of all outstanding humanitarian issues, including the release of remaining detainees and comprehensively addressing the issue of missing persons.
თუმცა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იდუმალებით გაქრა მინიშნება „დაკავებულების“ გათავისუფლების მოთხოვნაზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინდელი შეხვედრა, რომელიც წარმოადგენს მხარეთა ერთობლივი შეხვედრის გაგრძელებას 2021 წლის 15 დეკემბერს, მიეძღვნა რეგიონში არსებული ვითარების განხილვას, მათ შორის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების განხილვას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „შეხვედრის დროს განიხილა პრინციპები, რომლის ირგვლივაც აზერბაიჯანი ყოველთვის გამოდიოდა პოსტკონფლიქტურ ფაზაში რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2020 წლის 9 ოქტომბრის სამმხრივი დეკლარაციის დებულებების სრული დაცვის საკითხებზეც, მხარეებს შორის მშვიდობიანი და ჰუმანური ნაბიჯების გაგრძელება, რომლებიც მიზნად ისახავს ნდობის ხელშეწყობას, ორი ქვეყნის საზღვრების დემარკაციას და დელიმიტაციას, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას“.
„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ დაიწყონ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადება აზერბაიჯანის ერთი წლის წინ შემოთავაზებული ინიციატივისა და რამდენიმე ხნის წინ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ძირითადი პრინციპების საფუძველზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის მნიშვნელობას, კერძოდ, მიღწეულია შეთანხმება მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე ერთობლივი სასაზღვრო კომისიის შექმნის შესახებ. ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო გზების, მათ შორის სარკინიგზო და საავტომობილო გზების გახსნის მნიშვნელობა. ევროკავშირის მზადაა მხარი დაუჭიროს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადება ბოლავდება ორაზროვანი განცხადებით: „ამგვარად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის საკეთილდღეოდ და რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის“.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ტექსტში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილი დაცულია.