კალიფორნიაში მოსალოდნელ გამოფენაზე სომხური პროდუქცია იქნება წარმოდგენილი
ლოს-ანჯელესში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ეგიდით, საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების მხარდაჭერის საბჭო, სომხურ-ამერიკული ბიზნესის განვითარების საბჭო და სომხური სამოციქულო ეკლესიის დასავლეთ ეპარქია ჩრდილოეთ ამერიკაში 2022 წლის 2-9 მაისს კალიფორნიაში განახორციელებენ პროექტს ,,ამერიკა-სომხეთის ბიზნეს ხიდს“.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ლოს-ანჯელესში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოდან იუწყებიან, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-კონფერენცია.
გამოფენა საშუალებას მისცემს სომეხ მწარმოებლებს, ასევე სერვის კომპანიებს წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია/მომსახურება დიდ ამერიკულ ბაზარზე.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სომხური საზოგადოება, ასევე ამერიკელი მომწოდებლები, მსხვილი ამერიკული მაღაზიების ქსელის წარმომადგენლები.