პოლიტიკა

კონფლიქტების დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ბორელმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაიმართა.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ჟოზეპ ბორელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა პოსტი, სადაც გაავრცელა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პოსტი, აღნიშნა რა, რომ ნაყოფიერი საღამო ჰქონდათ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ალიევთან კონკრეტული ხელშესახები შედეგებით, მზად არიან იმუშაონ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად.

ბორელმა ეს შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი ძალისხმევა და პროგრესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხანგრძლივი მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიისთვის მუშაობისთვის. „ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როგორც არასდროს, შესაძლებელია გზების მოძიება ჩართვისა და კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button