საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 273 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 577 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 439 პაციენტი რჩება. 

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამავე პერიოდში კვლევა ტესტით 20 782 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,31 პროცენტია.

ქვეყანაში სულ აცრილია 2 864 300 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 577-ია.

ნახეთ მეტი
Back to top button