სომხეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება კოვიდრეგულაციების შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 7 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იმ პირთა იზოლაციის ვადა, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არ არიან და შემოვლენ სომხეთში, განისაზღვროს 10 დღის ვადით, ნაცვლად 14 დღისა.
ამავე დღეს იზოლირებულ პირებს შეუძლიათ საკუთარი ინციატივით გაიარონ PCR ტესტი და უარყოფითი პასუხის შემდეგ გამოვიდნენ იზოლაციიდან.
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საჰაერო და სახმელეთო გზით ჩამოსულებმა სასაზღვრო გამსვლელ პუნქტში უნდა წარადგინოს PCR ტესტის და ანტისხეულებზე ტესტის უარყოფითი პასუხის 24 საათიანი ვადის ცნობა.
სომხეთში შემოსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი ტვირთის გადაზიდვის მემანქანეები, მატარებლების მემანქანეები, მათი გარემოცვა, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ მისი საზღვრების დატოვებამდე PCR ტესტის და ანტისხეულებზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში გამოვლენ თვითიზოლაციიდან. პარალელურად, იგეგმება უკრაინის რესპუბლიკიდან საჰაერო-სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტებით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსული სომხეთის მოქალაქეების და ეროვნებით სომხების უფასო PCR გამოკვლევების ჩატარება.