პოლიტიკა

ფაშინიანმა, მიშელმა და ალიევმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გარკვევაში თანამშრომლობა განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრაზე განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გარკვევაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 6 აპრილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 „განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ჰუმანიტარული საკითხები. „ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ყველა ტყვეს გათავისუფლების აუცილებლობას და განიხილა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გასარკვევად თანამშრომლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ არცახის ორი ომის შემდეგ ჩვენ გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული 985 ადამიანი, 208 ადამიანი 44-დღიანი ომიდან, 777 ადამიანი  არცახის პირველი ომიდან. მან ხაზი გაუსვა, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს მათი ბედის გასარკვევად.

ნახეთ მეტი
Back to top button