მთავარიპოლიტიკა

44-დღიანი ომის შემდეგ 208 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. ნიკოლ ფაშინიანი

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონული კომუნიკაციების გახსნა, რომლის ირგვლივ ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული გაუგებრობები და შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა გადაწყვეტილების მოსაძებნად. ამის შესახებ 7 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჰუმანიტარული საკითხები. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ყველა ტყვედ მყოფის გათავისუფლების აუცილებლობას.

ასევე განვიხილეთ დაკარგული პირების ბედის გასარკვევად თანამშრომლობის შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ არცახის ორი ომის შემდეგ ჩვენ გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული 985 ადამიანი, 208 ადამიანი 44-დღიანი ომიდან, 777 ადამიანი  არცახის პირველი ომიდან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მათი ბედის გასარკვევად“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button