ერევანში წელს სომხურ-რუსული მეგობრობის ძეგლის დადგმა იგეგმება. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ 3 აპრილს სომხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა, წელს კი თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის 25 წლისთავი. „ეს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.
საიუბილეო ღონისძიებები რეტროსპექტულად მიმდინარეობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სანდო, რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს.
სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობათაშორისო კომისიის კარგ, ყოვლისმომცველ და ეფექტურ მუშაობას. ლავროვმა აღნიშნა, რომ მინისტრების, ასევე საპარლამენტო დონეზე ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. საპარლამენტთაშორისო კომისიის 34-ე სხდომა მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.
„რუსეთი კვლავაც რჩება სომხეთის წამყვან სავაჭრო პარტნიორად. საგარეო ვაჭრობაში ჩვენი წილი 30 პროცენტს აღემატება.
კოროვირუსით გამოწვეული ვარდნის შემდეგ ვაჭრობამ შეძლო სტაბილურ ზრდაზე დაბრუნება. გასულ წელს მან 2 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ პირდაპირი საქმიანი კონტაქტების ხელშეწყობაზე. ლავროვის თქმით, ორი ქვეყანა გააღრმავებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის და სხვა სფეროებში.
„წელს ვგეგმავთ ერევანში სომხურ-რუსული მეგობრობის ძეგლის დადგმას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღის წესრიგშია სომხური კულტურის დღეები რუსეთში, ხოლო სომხეთში რუსული კულტურის დღეები გაიმართება. რუსეთი ასევე მხარს უჭერს სომხეთში რუსული სკოლების რაოდენობის გაზრდას.