
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს აცნობა 6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ი. ალიევთან შეხვედრის შედეგების შესახებ.
მხარეებმა მნშვნელობა მიანიჭეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისა და სადელიმიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ შეთანხმებებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა სრულად დაუჭიროს მხარი ამ პროცესებს.
საუბარი შეეხო აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრას მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოთქვა სომხური მხარის მოლოდინი, რომ რუსი სამშვიდობოები მიიღებენ კონკრეტულ ზომებს შემოჭრილი აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის უზრუნველსაყოფად.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხები დეტალურად განიხილება 19 აპრილს ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის დროს.