მთავარიპოლიტიკა

სომხეთში ჩასული უცხოელები დაგვეხმარნენ ადგილობრივი პრობლემების დანახვაში:  მინისტრი

უკრაინული მოვლენების გამო სომხეთში ჩამოსულმა უცხოელებმა ბევრი პრობლემა წარმოაჩიმეს. ასეთი მოსაზრება „Sputnik სომხეთთან“  ინტერვიუში სრ ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა გამოთქვა, სადაც სომხეთში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„როდესაც  ამდენი ხალხი მოვიდა სომხეთში ერთბაშად, ქვეყანაში ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ისინი ეხებიან  ჩვენს გარემოს, საგზაო ნიშნებს, საცხოვრებელ პირობებს, კითხვებს ორგანიზაციის რეგისტრაციისა და გარემოს მომსახურების შესახებ. გვიჭირს ზოგიერთ  საკითხზე  მათგანზე რეაგირება მოკლე დროში, მაშინ როცა ამ პრობლემების გადასაჭრელად ძალიან სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიგრან ხაჩატრიანის თქმით, სომხეთში ჩასულებს თავიანთი შეხედულებები მოაქვთ, სომხეთმა კი ძალიან სწრაფად უნდა მოისმინოს და გაიგოს, რა არ არის საკმარისი  ჩვენს ქვეყანაში მათთვის, ვისაც აქ ცხოვრება და მუშაობა სურს.

„განსაკუთრებით, ესენი ის ადამიანები არიან,  რომლებსაც აქვთ  საზღვარგარეთ მუშაობის კულტურა, აქვთ კავშირები, იციან როგორ აღწერონ მსოფლიოში არსებული კარგი გამოცდილება“, – განაცხადა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ როდესაც აუცილებელი ცვლილებები რეალობად იქცევა, სომხეთში გარემო გახდება უფრო ხელსაყრელი და ჩვენი ქვეყანა მზად იქნება მიიღოს და შესთავაზოს კომფორტული პირობები ყველა მსურველს.

კითხვაზე, მოვახერხებთ თუ არა ასე სწრაფად შეცვლას, რომ დღეს უკვე ჩამოსულები დავაკმაყოფილოთ,  თუ ეს ყველაფერი  სამომავლოდ გაკეთდება, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა. „ჩვენ ამას მოვახერხებთ, არ მიმაჩნია,  რომ ყველა პრობლემას უცებ და იდეალურად  მოვაგვარებთ, მაგრამ  ყველანაირად შევეცდებით“.

სომხეთში ჩასული უცხოელები ზოგჯერ უჩივიან საბანკო ანგარიშების გახსნის პროცესის დაგვიანებასა, უარის თქმაზე, ამიტომ ფინანსთა მინისტრს ვკითხეთ, არის თუ არა ეს ერთ-ერთი პრობლემა.

„რა თქმა უნდა, გვაქვს პროცედურები, რომლებიც შეიძლება უფრო შეუფერხებლად იყოს ორგანიზებული, უფრო კომფორტული იყოს სერვისის მომხმარებლებისთვის. სომხეთში საბანკო სისტემის გაუმჯობესებაა საჭირო“, – განაცხადა მან.

მიუხედავად ამისა, პრობლემის შესახებ საუბრისას, მთავრობის წევრი ვარაუდობს, არ დაივივიწყოთ, რა პირობებში და რა მიზეზით მოხდა უცხოელთა შემოდინება სომხეთში. ბევრმა მათგანმა გახსნა ანგარიშები აქ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაუჭირდათ ფულის განაღდება ან უცხოურ ვალუტაში გადაქცევა.

„ანუ იმ კუთხიდან შევხედოთ საკითხს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ მათ, მაგრამ ისეთ შეზღუდვებზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი საბანკო სისტემა არ იქცეს სიტუაციური თუ ერთჯერადი პრობლემების გადამჭრელ სისტემად. „ვფიქრობ, ის დისკომფორტი, რომელიც დროებით შეიქმნა ჩვენს  საბანკო სისტემაში სწორედ ამ საკითხს უკავშირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button