პოლიტიკა

„აზერბაიჯანის  ცნობილმა ისტორიის გამყალბებელმა  სალაჰ-ედ-დინი  (სალადინი) აზერბაიჯანის გმირად წარმოაჩინა“: მჰერ ჰაკობიან

სამხედრო-პოლიტიკური  საკითხების ექსპერტმა  მჰერ ჰაკობიანმა  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „აზერბაიჯანის  ცნობილმა ისტორიის გამყალბებელმა რიზვან  ჰუსეინოვმა ამ ბოლო დროს თავის  ტელეგრამ-არხზე ილაპარაკა აზერბაიჯანის გმირის    სალაჰ-ედ-დინის  (სალადინის) შესახებ“.    ეს სწორედ ის ცნობილი  სალაჰ-ედ-დინია (1174-1193), რომლის შესახებაც გაიფიქრეთ: ანტიჯვაროსანი და იერუსალიმის დამპყრობი.  ისტორიის გამყალბებლის ერთადერთ მტკიცებულება ის არის, რომ სალაჰ-ედ-დინი დაიბადა ქალაქ დვინში, ხოლო დვინი „აზერბაიჯანული“ ქალაქია.  ახლა კი ნახეთ, რომ  აზერბაიჯანის მეცნიერული სფეროს „გამოჩენილი“  წარმომადგენელი ერთდროულად რამდენ სიყალბეს რთავს  ამ რამდენიმე სიტყვაში.

  1. ქალაქი დვინი  დაარსა დიდი ჰაიქის სამეფოს მეფემ ხოსროვ III კოტაკმა (330-338) და ის მდებარეობს ისტორიულ სომხეთში. ის, რომ დიდი ჰაიქის, ისევე როგორც აღვანქის (შემდგომში მასქუთანაკ), სამეფოს  საზღვარი გადიოდა მდინარე მტკვარზე, ამის შესახებ მოწმობენ ანტიკური და შუასაუკუნეების ათეულობით  წყარო, ხოლო საწინააღმდეგოს შესახებ არ  არსებობს არც ერთი წყარო.
  2. აზერბაიჯანელებს ფაქტობრივად არავითარი კავშირი არ გააჩნიათ აღვანქის მოსახლეობასთან.
  3. დვინის დაარსების დროს არ არსებობდნენ არა თუ აზერბაიჯანელები, არამედ  არც თურქები და შორეულ ალთაიში ისინი ჯერ კიდევ ჩასახულიც კი არ იყვნენ.
  4. სალაჰ-ედ-დინის დროს, ესე  იგი XII საუკუნეში  მოსახლეობის უმეტესობა სომხები იყვნენ.
  5. სალაჰ-ედ-დინის დროს დვინი აღიქმებოდა ქალაქად, რომელიც მდებარეობს სომხეთში, სხვათა   შორის ამის შესახებ მოწმობს  მრავალი მუსულმანური წყარო.
  6. სალაჰ-ედ-დინის დროს ერი „აზერბაიჯანელი“ არ იყო, მაქსიმუმი რასაც შეიძლება სიტყვა შეეხოს, მაშინ არსებობდნენ აზერბაიჯანელების გენეტიკური წინაპრები მომთაბარე თურქები.
  7.  ატპტაკანი, რომელიც სალაჰ-ედ-დინის დროს, უკვე ცნობილი იყო, როგორც ადერბაგ/ჯან, არც  ერთ შემთხვევაში არ მოიცავდა დვინს, მათ შორის არც თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიას.
  8. სალაჰ-ედ-დინი ეროვნებით ქურთი იყო,  მისი ოჯახი მისი დაბადებისას ცხოვრობდა დვინის მახლობლად და ეს გარემოებები აღწერილია მრავალ პირველწყაროში.

ასე და ამგვარად, სალაჰ-ედ-დინი (სალადინი) ეროვნებით ქურთი, რომლის ოჯახიც მისი დაბადების დროს ცხოვრობდა სომხეთის ქალაქ დვინის მახლობლად, შემდეგ კი იგივე სალაჰ-ედ-დინი მოწიფულ ასაკში საცხოვრებლად გადავიდა  ასორეთში, აზერბაიჯანელი „გამოჩენილი“ ისტორიის გამყალბებელის ხელით რამდენიმე წუთში გადაიქცა ….  აზერბაიჯანის ეროვნულ გმირად.

ფოტოზე წარმოდგენილია  სალაჰ-ედ-დინი, ნიჭიერი  გასან მასუდის ხორცშესხმით.  

წყარო: მჰერ  ჰაკობიან

ნახეთ მეტი
Back to top button